Saturday, December 10, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
ვიცხოვროთ სუფთა გარემოში
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:
სოფლის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და სისუფთავის შენარჩუნება.
3.პროექტის აქტუალობა:
დაბინძურებული გარემო საფრთხეს უქმნის ადამიანების, ცხოველების,მცენარეების სიცოცხლეს.
4.პროექტის მიზნები:
მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ თანამშრომლობის უნარი; გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.

5.მონაწილეთა ასაკი:
8 წელი
6.ვადები/ ხანგრძლივობა:
ორი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
დასუფთავებული  და დაბინძურებული გარემოს სურათები, გამაფრთხილებელი აბრები ჩანაწერების ფურცლები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
მარკერები, ფოტოაპარატი, მუყაოს ფურცლები, პოლიეთილენის პარკები, სამუშაო ხელთათმანები,კომპიუტერი , საწერი ფურცლები, საწერ–კალამი.
9.პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):
თემის ,,გარემოზე ზრუნვა'' შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი– ეზრუნათ საკუთარი სოფლის სისუფთავეზე. ამ სურვილის შესასრულებლად ბავშვები გავყავი ორ ჯგუფად და მივეცი დავალებები:
პირველი ჯგუფი–– გამოიკვლიონ და ჩამოწერონ სოფლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების მიზეზები.
მეორე  ჯგუფი–– გადაუღონ სურათები დაბინძურებულ ტერიტორიას.
    აღნიშნული დავალებების შესრულების შემდეგ კლასში ხდება:
1.მოძიებული მასალების ანალიზი;
2.იმ საფრთხეების ჩამონათვალი , რასაც დაბინძურებული გარემო იწვევს.
    საფრთხეების აღმოჩენის შემდეგ ხდება მისი აღმოფხვრის გზების დასახვა და განხორციელება.   მოსწავლეები ხელმძღვანელთან ერთად ასუფთავებენ დაბინძურებულ გარემოს და აკრავენ გამაფრთხილებელ აბრებს.
შეფასდება დაკვირვების, წერის, მსჯელობის უნარი.
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :
ბუნებისმეტყველება.
III. 11. მოსწავლეს  შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.

  • თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოს დაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში.

11.პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ):
ნანა მაჩაიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
ninoaciko@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი / ბლოგი:
ninoaciko.blogspot.com